x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივი დროით შევინარჩუნოთ? – რჩევები ავიცენასგან

ბოლო წლებში, ინტერნეტში, ტელევიზიით და სხვადასხვა პუბლიკაციებში, იმის შესახებ, თუ რა უნდა მივირთვათ და დალიოთ, ჯანმრთელობისა და ძალის შესანარჩუნებლად, უფრო და უფრო, ურთიერთგამომრიცხავი რჩევები ჩნდება. მაგ., ასეთი: უარი თქვით შაქარზე, ყავაზე, მარილზე, ალკოჰოლზე. შეამცირეთ, ან უარი თქვით ხორცზე... და ასობით სხვა რჩევა, რომელიც ჩვენამდე, საინფორმაციო წყაროდან აღწევს. დღეს ერთ რჩევას იძლევიან – ხვალ – სხვას.


image


მაგრამ, ჯერ კიდევ 1000 წლის წინ, ავიცენა ამბობდა, რომ «უიმედო პაციენტები არ არიან – არიან მხოლოდ, უიმედო ექიმები».

ავიცენას მედიცინის მეფე უწოდეს, რადგან ყველა მისი მოსაზრება და იდეა, იმ დროს უსწრებდა, რომელშიც ის დაიბადა და მოღვაწეობდა.

ავიცენა, იგივე იბნ სინა, ისლამის ოქროს ხანის მეცნიერ–ერუდიტი იყო. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მედიცინაში, ფილოსოფიასა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში, რითაც წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში.

მის მრავალ აღმოჩენას შორის, განსაკუთრებით საინტერესოა მისი აზრები დღეგრძელობის შესახებ, რომელიც მან დეტალურად ჩამოაყალიბა, ნაშრომში – "მედიცინის კანონი". აქ კი, ამ წიგნიდან 5 ბრწყინვალე რჩევას გთავაზობთ, ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის:


1. ფიზიკურ დატვირთვაზე


«მსოფლიოში, ვერც ერთი წამალი, ვერ შეცვლის მოძრაობას», – ამბობს ავიცენა

«ფიზიკური ვარჯიშისთვის თავის დანებების შემდეგ, ადამიანს ღონე ეცლება და უძლურდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უმოძრაობის გამო, ორგანოების ძალა სუსტდება».

«ადამიანები, რომლებიც ხშირად და ზომიერად ვარჯიშობენ, არანაირი მკურნალობას არ საჭიროებენ».


2. ალკოჰოლის მოხმარებაზე


«მუდმივად ალკოჰოლის მიღება, საზიანოა – ის აზიანებს ღვიძლს და თავის ტვინს, ასუსტებს ნერვებს და მოულოდნელ გარდაცვალებას იწვევს».


3. ზომიერება კვებაში


«ზომიერება დაიცავი კვებაში – ეს პირველი მცნებაა,

ხოლო, მეორე მცნება – ღვინის ნაკლებად მოხმარებაა», – ამბობს ავიცენა.

ის ულუფის შემცირების გარდა, ერთ ჯერზე, საკვების რაციონის შემცირების რეკომენდაციასაც იძლევა, ანუ საკვები მრავალფეროვანი არ უნდა იყოს და კვებისას, მხოლოდ ერთი კერძით უნდა შემოვიფარგლოთ.

ის ასევე აკრიტიკებს, ძილის წინ, საკვების მიღების ჩვევას.



4. ტკივილს მხოლოდ სხეული კი არა, სულიც განიცდის


ავიცენა დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს ავადმყოფობა იმდენად არ კლავს, რამდენადაც ავადმყოფობის შიში.

«ვისაც ავად გახდომის არ ეშინია, მისი ავადმყოფობას ეშინია», – ამბობს ავიცენა.


5. სიზარმაცესა და უსაქმურობაზე


«უსაქმურობა, მხოლოდ უმეცრებას კი არ იწვევს, – ის ამავდროულად, ავადმყოფობის მიზეზიც შეიძლება გახდეს».

უსაქმურობა შავი ღრუბელივით არის, რომელიც ადამიანის თავზე იკრიბება და თან, მხოლოდ სულიერი დაბნელება კი არა – ფიზიკური სნეულებებიც მიაქვს. როდესაც აქტივობას ვწყვეტთ, ჩვენი გონება და სხეული სტაგნაციის მდგომარეობაში ვარდება და უძრავ მდგომარეობაში მყოფი წყლის მსგავსად, სისუფთავეს კარგავს და სხვადასხვა დაავადების წყარო ხდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* იყო, თუ არა, ფარული მოლაპარაკება, სტალინსა და ჰიტლერს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით?

* მფრინავი, რომელსაც ფრენის ეშინოდა (იგავი)

* რას წერდა გერმანული და სხვა ქვეყნის პრესა 1941 წლის 22 ივნისს?

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0